გია გოქაძე: უკვე ცნობილია ვინ შეცვლის ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს
თარიღი : 4-12-2013, 15:18 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია გოქაძის ინფორმაციით, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი უახლოესს დღეებში გადადგომის შესახებ განცხადებას დაწერს და თანამდებობას დატოვებს.
როგორც გოქაძე „ტოპნიუსთან" საუბრისას აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარედ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გიორგი სიხარულიძის კანდიდატურა მოიაზრება.
"საკრებულოს თავმჯდომარე განცხადებას ამ კვირაში თუ არა იმ კვირის დასაწყისში დაწერს, ხოლო რაც შეეხება ახალ თავმჯდომარეს გიორგი სიხარულიძის კანდიდატურას დაასახელებენ", - განაცხადა გოქაძემ.
"ტოპნიუსი" ცდილობს დაუკავშირდეს გიორგი სიხარულიძეს, თუმცა ის ზარებს არ პასუხობს.
ცნობისთვის, თამაზ მარგველაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ამირან ხვადაგიანი მიმდინარე წლის 27 თებერვალს შეცვალა, რომელიც ქალაქის საკრებულოს 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა.