Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის გამგებელი ჭიათურელ მაყურებელთან ერთად სპექტაკლ 'მოგონებანს' დაესწრო

თარიღი : 20-01-2017, 00:12 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
18 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში სპექტაკლი "მოგონებანი" გაიმართა. იაპონელი მწერლის იუკიო მისიმას პიესის მიხედვით შექმნილ ძალზე ორიგინალურ და ეპატაჟურ წარმოდგენას, რომელიც მესხიშვილის სცენაზე გასული წლის ბოლოს, ქართული თეატრალური სკოლის მხცოვანმა პედაგოგმა და რეჟისორმა გივი სარჩიმელიძემ თეატრის მთავარ რეჟისორთან გიორგი სიხარულიძესთან ერთად განახორციელა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე ჭიათურელ მაყურებელთა მცირე ჯგუფთან ერთად დაესწრო.

სპქტაკლში მთავარ როლს მესხიშვილისა და ჭიათურის თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე ასრულებს. მსახიობი სპექტაკლში ჯერ დარაჯის, შემდეგ კი ახალგაზრდა გენერლის სახით გვევლინება და მსახიობ ირინა გუბელაძესთან ერთად წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე.
https://i.imgsafe.org/11df03e22d.jpg
"ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩვენთან, მესხიშვილის თეატრში, სპექტაკლით "მოგონებანი" ჭიათურელ მაყურებელს ვუმასპინძლეთ. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და ღირებულია ის დამოკიდებულება, რაც თქვენ გამოხატეთ ჩვენი თეატრისა და სპექტაკლის მიმართ. რა თქმა უნდა, ამაში დიდია თქვენი ქალაქის ვარსკვლავის- გიორგი ჩაჩანიძის წვლილი.მინდა მადლობა გითხრათ თანადგომისათვის,მადლობა ვუთხრა ჭიათურის გამგებელს ბატონ ზურაბ კუპატაძეს, ასეთი ორგანიზებული მხარდაჭერისათვის,"-განაცხადა მესხიშვილის თეატრის მთავარმა ადმინისტრატორმა ზეკო ხაჩიძემ.

თეატრის სარდაფში გამართული უჩვეულო წარმოდგენის სამყაროში მეგზურობა მაყურებელს თეატრის დირექტორმა სულხან გოგოლაშვილმა გაუწია.

NS


ნანახია: 1792-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპექტაკლმა, სადაც არაჩვეულებრივი სცენოგრაფიით, კოსტუმებითა და მუსიკალური გაფორმებით მე-19 საუკუნის რუსეთი ცოცხლდება, მაყურებლის
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას
როგორც სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ენდი ძიძავა აცხადებს, სპექტაკლი გარდაცვლილი მსახიობების ხსოვნას მიეძღვნა.
სამხატვრო ხელმძღვანელის ვაკანტურ ადგილზე სამი კანდიდატურა იყო წარდგენილი: ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ამჟამინდელი
გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 11-12 ოქტომბერს შედგება.
წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან მახათაძე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ამინდი