Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ მაყურებელს ინგლისურენოვან ფერად და მხიარულ 'პიგმალიონს' სთავაზობენ

თარიღი : 19-01-2017, 20:38 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა, ანონსი   
topnews.com.ge
20 და 21 იანვარს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე ქუთაისელ მაყურებელს, ნობელის პრემიის ლაურეატის, ბერნარდ შოს ,,პიგმალიონი“ ელის.

ინგლისურენოვანი ფერადი, მხიარული და ყველასათვის ერთნაირად საყვარელი მიუზიკლი, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ დადგა და მისი პირველი, წარმატებული პრემიერა ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის საიუბილეო დღეებს მიეძღვნა. სპექტაკლს უელსის პარლამენტის თავმჯდომარე დამა როზმარ ბატლერმა და ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა ,,მსოფლიო პრემიერა“ უწოდეს.

,,პიგმალიონის“ პოპულარობა, ამ პიესის არაჩვეულებრივმა ეკრანიზაციამაც განაპირობა ფილმით ,,ჩემი მშვენიერი ლედი“, სადაც მთავარ როლს ოდრი ჰეპბერნი ასრულებს. ,,პიგმალიონის“ მუსიკალურმა კინოადაპტაციამ ,,ოსკარი“ 7 ნომინაციაში მიიღო და დღემდე აქტუალურია.

მესხიშვილის თეატრში ეს პროექტი ქუთაისი ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.


ნანახია: 2286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ფოლი , ნიუპორტის დელეგაცია და მხარისა და ქალაქის პირველი პირები
გიორგი თავაძის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის პრემიერა 11-12 ოქტომბერს შედგება.
რეჟისორმა გიგა მიქაძემ სპეკტაკლი ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"-ს მიხედვით დადგა.
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწუფო დრამატულ თეატრსა და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შეხვედრა

ამინდი