Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის სოფელში მოსახლეობას პირუტყვი ეხოცება-ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 19-01-2017, 19:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის ერთ-ერთ სოფელში, ქვედა საქარა-ჭალატყეში მოსახლეობას პირუტყვი ეხოცება. ადგილობრივები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge-ს დაუკავშირდნენ, აცხადებენ, რომ პირუტყვის დახოცვას სოფელში მდებარე რესტორანს უკავშირებენ.

„რესტორნის ტერიტორიაზე საშინელი ანტისანიტარიაა. თუ რაიმეს კლავენ ან აკეთებენ რესტორანში, ყველაფერს აქ ყრიან. ძროხები კიდევ ამ ადგილზე სვამენ წყალს. ორი სული დაიღუპა, 4 სული კი ცუდადაა. ვიყავით რესტორანში მისული, მაგრამ გვითხრეს, რომ ჩვენი ბრალი არ არის, სადაც გინდათ იქ წადითო. ჩვენ რესტორნის ფუნქციონირების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ანტისანიტარია რომ არის ტერიტორიაზე, დაიცვან ნორმები. მაგათი ბრალი როგორ არ არის, როდესაც ვეტექიმმა გვითხრა, რომ პირუტყვი ნარეცხი წყლისგან იყო მოწამლული. ხორციც ვერ გამოვიყენეთ და დავმარხეთ. იზარალა მეპატრონემ. ვითხოვთ, რომ ვინმემ მიაქციოს ყურადღება და გააკონტროლოს რესტორნის მუშაობა,“ - ამბობს მაგდა ხვედელიძე.


ნანახია: 1920-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულთან დაკავშირებით მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა.
როგორც სოფელში ამბობენ, პირუტყვის გარდა, ჯილეხით რამდენიმე ადამიანი არის დაავადებული.
ორგანიზაცია მოსახლეობას მოუწოდებს, მეტი ყურადღება მიაქციონ მათ საკუთრებაში არსებულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, რათა არ მოხდეს
ოჯახი 19 იანვარს რესტორანში სუფრაზე იმყოფებოდა. სახლში წასვლის დროს ბავშვი გარეთ გამოჰყვათ, თუმცა დედამ პატარა ვერ შნიშნა და

ამინდი