Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული ავტოავარია მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი

თარიღი : 19-01-2017, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 581 და დაშავდა 9 951 ადამიანი. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა 7%-ით, დაღუპულთა რიცხვი შემცირდა 3%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

დედაქალაქში 2016 წელს მომხდარო რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების რაოდენობა 3 264-ია, დაიღუპა 98 და დაშავდა 4 173 ადამიანი.

2015 წელთან შედარებით, თბილისში საგზაო შემთხვევების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი 9%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, ასევე, 9 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2016 წელს დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი, დაშავებულთა რაოდენობა კი, 8%-ით გაიზარდა.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევ მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ”ინტერპრესნიუსს” მიაწოდა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის”.


ipn.ge


ნანახია: 2220-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს, იანვარ-მარტში ქვეითების დაღუპვის შემთხვევები საქართველოში 6,67%-ით, თბილისში კი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის ავტოავარიების სტატისტიკის მიხედვით, რეგისტრირებული საგზაო შემთხვევების
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა -

ამინდი