Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს ქუთაისში სასულიერო პირის სახლის ჩხრეკას უარყოფს

თარიღი : 19-01-2017, 16:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში, სასულიერო პირის სახლის ჩხრეკის ფაქტს უარყოფს. უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პიორვნება, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, სასულიერო პირი არ არის.

"სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს," - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

სასულიერო პირის განცხადებით, სამართალდამცველები მის სახლში 16 იანვარს, ღამით შევიდნენ, ჩხრეკა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატარეს და მარიხუანა წაიღეს. გიორგი ჯახუა განმარტავს, რომ მას მძიმე დაავადება სჭირს და მარიხუანას მკურნალობის მიზნით მოიხმარს.

„მძიმე დაავადებები მჭირს. სამართალდამცავები ჩემთან სახლში რომ შემოვიდნენ, ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა ნებართვა. მითხრეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ნებართვა არ სჭირდებოდათ. დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდათ. დამაყენეს კანაფთან და დამიწყეს ფოტოების გადაღება. ჩემი სახლიდან კანაფთან ერთად, ანტიკვარი წაიღეს. ველოდები პოლიციაში დაბარებას. მითხრეს, რომ საქმეს აღძრავენ და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ“, - ამბობს სასულიერო პირი.

რაც შეეხება შსს-ს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჯახუა სასულიერო პირი არ არის, ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ სალხინოს მამათა მონასტერში დიაკვნად აკურთხეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღვთისმსახურების ჩატარებას ვერ ახერხებს.


ნანახია: 1615-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასულიერო პირი გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ
სასულიერო პირი ქუთაისში სამართალდამცავებს მის საკუთრებაში შეჭრასა და დამცინავ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს.
პროკურატურა ჯახუასთვის სასჯელის სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასულიერო პირისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.
ხურცილავას მტკიცებით, მის სახლში სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების ძებნის მიზნით შევიდნენ, რა დროსაც სახლში არსებული

ამინდი