Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დამაყენეს კანაფთან და დამცინავად დამიწყეს ფოტოების გადაღება,'- სასულეირო პირი სამართალდამცავებს უჩივის

თარიღი : 19-01-2017, 12:26 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასულიერო პირი ქუთაისში სამართალდამცავებს მის საკუთრებაში შეჭრასა და დამცინავ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. აღნიშნულ თემაზე გიორგი ჯახუამ ბრიფინგი „გირჩი“-ს ქუთაისის ოფისში, ოფისის ხელმძღვანელთან, თემურ ცამციშვილთან ერთად გამართა.

სასულიერო პირის განცხადებით, სამართალდამცველები მის სახლში 16 იანვარს, ღამით შევიდნენ, ჩხრეკა ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატარეს და მარიხუანა წაიღეს. სასულიერო პირი განმარტავს, რომ მას მძიმე დაავადება სჭირს და მარიხუანას მკურნალობის მიზნით მოიხმარს.

„მძიმე დაავადებები მჭირს. სამართალდამცავები ჩემთან სახლში რომ შემოვიდნენ, ვიკითხე, ჰქონდათ თუ არა ნებართვა. მითხრეს, რომ გადაუდებელი აუცილებლობა იყო და ნებართვა არ სჭირდებოდათ. დამცინავი დამოკიდებულება ჰქონდათ. დამაყენეს კანაფთან და დამიწყეს ფოტოების გადაღება. ჩემი სახლიდან კანაფთან ერთად, ანტიკვარი წაიღეს. ველოდები პოლიციაში დაბარებას. მითხრეს, რომ საქმეს აღძრავენ და სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ“, - ამბობს სასულიერო პირი.

„გირჩი“-ს იმერეთის ოფისის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის თქმით, გიორგი ჯახუას ინტერესებს მათი ოფისის ადვოკატი დაიცავს. ცამციშვილი იმასაც ამბობს, რომ სამართალდამცველების მხრიდან მსგავსი ფაქტები გახშირებულია.


ნანახია: 1704-ჯერ

მსგავსი სიახლეები
უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პიორვნება, რომლის სახლშიც ჩხრეკა ჩატარდა, სასულიერო პირი არ არის.
სასულიერო პირი გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდან სამართალდამცავებმა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ
პროკურატურა ჯახუასთვის სასჯელის სახით 3 000 ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
თუ რამდენიმე დღეში სამართალდამცავები დაზარალებულის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, ის სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
სასულიერო პირისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ 24 საათის განმავლობაში უნდა იმსჯელოს.

ამინდი