Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა შშმ პირთა დღის ცენტრის ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობის პირობა მისცა

თარიღი : 18-01-2017, 18:45 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე თერჯოლის მე-3 ბაღის შენობაში განთავსებულ ქუთაისის „განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ თერჯოლის შშმ ბავშთა დღის ცენტრ „საპოვნელას“ ეწვია, სადაც ცენტრის აღსაზრდელებმა კერძო სკოლა „მზეკაბანის“ მე-9 კლასის მოსწავლეებთან ერთად (პედაგოგ ხათუნა დიდიძის ხელმძღვანელობით) ერთმოქმედებიანი პიესა „საახალწლო ზღაპარი“ წარმოადგინეს.

წარმოდგენას ასევე ესწრებოდნენ გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე, გამგებლის თანაშემწე ზაზა ცერცვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, სოფელ ძევრის უშანგი სოფრომაძის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე ამავე სკოლის მოსწავლეებთან ერთად, აღსაზრდელთა მშობლები და სხვა სტუმრები.

დღის ცენტრის ადმინისტრაციამ დიდი მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და პირადად თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისათვის. გასულ წელს ცენტრი კომპიუტერული მოწყობილობებით აღიჭურვა, რაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის სუბსიდირების მუხლიდან გახდა შესაძლებელი. ასევე თერჯოლის თვითმმართველობის მხარდაჭერით პედაგოგებმა და ბავშვებმა გაიარეს სპეციალური გადამზადების კურსები, ბავშვებმა შეისწავლეს ადაპტირებული სამომხმარებლო პროგრამები, რაც მათ ახალი უნარების გამომუშავებასა და მომავალში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას შეუწყობს ხელს.
http://i.imgsafe.org/f7fb9ad834.jpg
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ ცენტრის აღსაზრდელებსა და სტუმრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა, საახალწლო ნობათი გადასცა და განსაკუთრებული მზრუნველობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

NS


ნანახია: 1623-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე, პედაგოგები და ბავშვები გაივლიან სპეციალური გადამზადების კურსებს.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ბენეფიციართა ნამუშევრები დაათვალიერა, ხელმძღვანელებთან დღის ცენტრების პრობლემებსა და საჭიროებებზე
გამგებელმა ბენეფიციარებს სავარძელ-ეტლები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის, ბიბლიოთეკის, თერაპიული და შრომითი აქტივობებისათვის
კონცერტის დასასრულს, კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს თეიმურაზ ჯაფარიძეს მხარდაჭერისა და
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
ინტელექტუალურ ჩემპიონატ ,ეტალონში" თერჯოლის 24 საჯარო და ერთი კერძო სკოლის 73 მოსწავლე მონაწილეობდა.

ამინდი