Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მეგატვ-ის' თანამშრომლები სტაჟირებას ამერიკაში გაივლიან

თარიღი : 18-01-2017, 17:30 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა 2017 წელს ორი გამარჯვებული ჰყავს - ღია კონკურსის წესით შეირჩა ტელეკომპანია „პირველი” თბილისში და „მეგა ტვ” ქუთაისში.

შედეგად, მთელი წლის განმავლობაში ტელეკომპანიების წარმომადგენლები გაემგზავრებიან ამერიკაში და წინასწარ შერჩეულ ტელევიზიებში გაივლიან სტაჟირებას.

სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება რამდენიმე ვიზიტი როგორც ამერიკიდან საქართველოში, ასევე პირიქით.

ცნობისთვის, აქამდე, პროგრამას მონაწილე 12 მონაწილე მაუწყებელი ჰყავდა: პალიტრა TV, ტაბულა TV, „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ და „რუსთავი 2“ თბილისში, „აჭარის ტელე-რადიოკომპანია“ ბათუმში, „ქვემო-ქართლის ტელე-რადიოკომპანია“ რუსთავში, რადიო „ჰერეთი“ ლაგოდეხში, ტელეკომპანია „ბორჯომი“ ბორჯომში, ტელე-რადიოკომპანია „მეცხრე ტალღა“ ფოთში, რადიო „ძველი ქალაქი“ ქუთაისში, ტელეკომპანია „მე-9 არხი“ ახალციხეში, სამაუწყებლო კომპანია „გურია“ ოზურგეთში, „25-ე არხი“ ბათუმში და ტელეკომპანია „გურჯაანი“ გურჯაანში.


ნანახია: 1512-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სტაჟირების პროგრამები უშუალოდ ტელევიზიებზე და მათს პრობლემებზე იქნება მორგებული.
ტელეკომპანია"ქუთაისის" ადმინისტრაცია და თანამშრომლები ხვალ, საკაბელო კომპანია "სატელიტსერვისის" შენობასთან,
ღვინიანიძემ „რიონსა“ და ადგილობრივ ტელეკომპანია „მეგა ტვ“-ს შორის 2006 წლიდან დაწყებულ დავაზე ისაუბრა.
ასეთ შენიშვნას უახლოეს დღეებში სხვა ტელევიზიებიც მიიღებენ

ამინდი