ქორქია-საკანდელიძის სახელობის ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის გუნდი გახდა
თარიღი : 18-01-2017, 15:51 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის სპორტის სასახლეში, კალათბურთში მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალური ტურნირის დახურვა გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს მასპინძელი ,,ქუთაისი 2010“-ისა და თბილისის ,,არენის“ გუნდები დაუპირისპირდნენ. ტურნირის გამარჯვებული მეორედ ქუთაისის საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" გახდა.
ცნობისთვის, აღნიშნული ტურნირი ქუთაისში მეორე წელიწადია იმართება.
ცნობისთვის, აღნიშნული ტურნირი ქუთაისში მეორე წელიწადია იმართება.