ბოტანიკური ბაღის დირექტორი:ბაღში საპიარო არაფერი გვაქვს, ამიტომ პიარ-მენეჯერის შტატი გავაუქმეთ
თარიღი : 18-01-2017, 12:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში რეორგანიზაციის შედეგად 43 თანამშრომლიდან 10 სამსახურის გარეშე დარჩა. დაწესებულების დირექტორის თეიმურაზ ჩეჩელაშვილის თქმით, ბაღს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ დირექტორს ორი მოადგილე ჰყოლოდა.
"ყველა სფეროს შეეხო შემცირება დირექტორის მოადგილეებიდან დაწყებული მებაღეების ჩათვლით. შევეცადეთ რეორგანიზაცია ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო ბაღისთვის. შემცვირდნენ მეცნიერ-მუშაკებიც. გავაუქმეთ პიარ-მენეჯერის შტატი. ბაღში არაფერი გვაქვს საპიარო," - განაცხადა თეიმურაზ ჩეჩელაშვილმა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, ის გეგმავს, რომ რამდენიმე მებაღე ხელშეკრულებით აიყვანოს, რადგან როგორც ჩეჩელაშვილი ამბობს, ბაღის მოვლა-პატრონობისთვის მებაღეების არსებული რაოდენობა საკმარისი არ არის.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ბოტანიკურ ბაღს ბიუჯეტი ბიუჯეტი 315 000 ლარიდან 273 000 ლარამდე შეუმცირდა.