Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ბოტანიკური ბაღი შემოსავლებს ეძებს-ბაღის დათვალიერება ფასიანი ხდება

თარიღი : 18-01-2017, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ბაღის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის შემცირების ფონზე, დაწესებულებას საკუთარი შემოსავლების მოძიება უწევს.

"პირველიაპრილიდან ან პირველი მაისიდან გვინდა, რომ ბაღში შემოსვლა ფასიანი გახდეს. ბაღში შემოსავლაზე იყოს სიმბოლური თანხა, თუნდაც 50 თეთრი. მერიამ უნდა დაადგინოს ეს თანხა," - ამბობს ბაღის დირექტორი თეიმურაზ ჩეჩელაშვილი.

ჩეჩელაშვილის თქმით, მიმდინარე წელს ბოტანიკურ ბაღს ბიუჯეტი ბიუჯეტი 315 000 ლარიდან 273 000 ლარამდე შეუმცირდა. არსებული თანხა, როგორც დირექტორი ამბობს, ბაღის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის საკმარისი არ არის.

"ბაღს ძალიან ბევრი რამ სჭირდება, ამიტომ, აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი შემოსავალი," - ამბობს დირექტორი.

ცნობისთვის, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მოსახვედრად თანხას ამ დრომდე საქორწილო ფოტოსესიის მსურველი, ექსკურსიაზე მყოფი პირები და ტურისტები იხდიდნენ, დანარჩენი კატეგორია ბაღის ტერიტორიაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ხვდებოდა.


ნანახია: 2870-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დრომდე ბოტანიკურ ბაღში მოსახვედრად თანხას მექორწილეები და უცხოელი ტურისტები იხდიდნენ.
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში რეორგანიზაციის შედეგად 43 თანამშრომლიდან 10 სამსახურის გარეშე დარჩა.
ბოტანიკური ბაღის დირექტორი ამირან ხვადაგიანი ამბობს, რომ ბაღში კიდევ ბევრი სხვა პროექტის განხორციელება იგეგმება.
როგორც ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურში აცხადებენ, პანდუსის გაკეთება შშმ პირებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და იმ
ბოტანიკური ბაღის ინფრასტრუქტურის მოწყობა 2012 წელს დაიწყო და კვლავ გრძელდება.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოალეობის შემსრულებლის ვინაობა ცნობილია.

ამინდი