Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია დაიწყო

თარიღი : 18-01-2017, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჭიათურაში არსებული სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. პროექტი საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 40 მლნ. ლარს აღწევს. სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, ჭიათურაში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტონ ბუაძე.

ჭიათურაში საბაგირო ტრანსპორტი გადაადგილების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა, რომელიც 1954 წლიდან ემსახურება ქალაქის მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა. ჯერ კიდევ 90-იან წლებში არსებული ხაზები და გონდოლები ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე მოთხოვნებს, უფრო მეტიც, ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, საფრთხეს უქმნიდა მგზავრებს. ამიტომ, სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი ჩადის, ამ ტრანსპორტის გარეშე დარჩა.

რევერსიული, გონდოლებიანი საბაგირო გზის მოწოდება უზრუნველყო ფრანგულმა კომპანიამ - „პომაგალსკი“ (Pomagalski). გზის სიგრძე 3428 მეტრია და ამ ხაზებისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 8 გონდოლა იქნა შეძენილი.

ამ ეტაპზე რეაბილიტაცია უტარდება ერთ ცენტრალურ სადგურს და მისგან გამავალ 3 მიმართულებას: სანატორიუმი (862 მ), ნაგუთი (1081 მ) და ლეჟუბანი (845 მ). მე-4 საბაგიროზე - მუხაძე (640 მეტრი) ამჟმად, მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები.

პროექტის დასრულება იგეგმება 2017 წლის შემოდგომაზე. ეკოლოგიურად სუფთა, ახალი სამგზავრო-საბაგირო ტრანსპორტით, რამდენიმე ათასი ადამიანი, უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილდება.

ცნობისთვის, 1954 წელს ჭიათურაში აშენდა სსრკ-ში პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, ქალაქის ცენტრსა და პერევისის სამრეწველო უბანს შორის.

ჭიათურის სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების პროექტების შედგენა და მშენებლობა ადგილობრივმა ინჟინერებმა განახორციელეს. ამ საქმის გამოჩენილი სპეციალისტი იყო გიორგი ფანცულაია, რომლის პროექტით როგორც ჭიათურაში, ისე რუსეთის სხვა ქალაქებშიც აშენდა საკიდი საბაგირო გზები.

სამგზავრო საკიდი საბაგირო გზების რაოდენობა ჭიათურის შემოგარენში ორ ათეულზე მეტია, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.


ნანახია: 2649-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წელს ჭიათურაში ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის სამგზავრო საბაგირო გზების ასაშენებლად დაახლოებით 40 მილიონი ლარი
შესაბამის ხელშეკრულებას დღეს, ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის
საქართველოში ვიზიტად მყოფი, ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან ბუვიე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და

ამინდი