Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქალაქი ჰამბურგერი არ არის,'- ქუთაისში 'მაკდონალდსის' მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

თარიღი : 17-01-2017, 12:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
„ქალაქი ჰამბურგერი არ არის“, „კერძო ინტერესი ქუთაისის წინააღმდეგ“, „დავიცვათ ჩვენი უფლება ქალაქზე,“ - ამ და სხვა სლოგანებით ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა გააპროტესტეს. აქცია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მშენებლობის ადგილას გამოკრული ბანერი ჩამოხია.

„მაკდონალდსის“ სწარაფი კვების ობიექტის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქალაქის ხელისუფლებას და ქუთაისის მაჟორიტარებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.


ნანახია: 2457-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.
აქციაზე იქნება მოთხოვნა 'აქ უნდა აშენდეს ქუთაისის ისტორიულ -ეთნოგრაფიული მუზეუმი' და გამოიფინება შესაბამისი ბანერი.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილზე დღეს
ობიექტის მშენებლობა მხოლოდ მშენებლობის ადგილად შერჩეული ტერიტორიის შემოღობვით შემოიფარგლა.
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ამინდი