ჭიათურის გამგებელმა გამგეობის სამსახურების უფროსებს დავალებები მისცა
თარიღი : 16-01-2017, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები

დღეს გამართულ თათბირზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა. სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჭიათურის თითოეული სოფლისთვის უნდა დაიხარჯოს თანხები ადგილობრივი საჭიროებების მიხედვით“.
გამგებელმა ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოისმინა, ჭიათურის ქუჩების გადანომვრის აუცილებლობაზე ისაუბრა და სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ამ კუთხით მუშაობა დაავალა.
გამგებელმა ყურადღება გარე ვაჭრობაზეც გაამახვილა და აღნიშნა,რომ ,,გარე ვაჭრობის მოწესრიგება ამ ეტაპზე აუცილებლობას წარმოადგენს და ამ კუთხით მუშაობაა საჭირო".
ზურაბ კუპატაძემ თათბირის ბოლოს თითოეული სამსახურის ხელმძღვანელს შესაბამისი დავალებები მისცა.
NS