Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'მესხიშვილის თეატრი 1930-1980 წლებში',- გამოფენა ქუთაისში

თარიღი : 16-01-2017, 19:25 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, კულტურა   
topnews.com.ge
16 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ქ. ქუთაისის "კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში, დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმში ფოტოგამოფენა - „ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი 1930-1980 წლებში“ გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 25 ფოტოსურთი.
http://i.imgsafe.org/ce607e2cbe.jpg
მესხიშვილის თეატრის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო და 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოფიციალურად,თეატრის შენობა 1955 წელს გაიხსნა. 2009 წელს უნიკალური არქიტექტურის გამო, მესხიშვილის თეატრს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ქუთაისში თეატრალურ ცხოვრებას საფუძველი მე-19 საუკუნეში ჩაეყარა.

1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი. 1894-1905 წლებში ქუთაისის თეატრს ხელმძღვანელობდა მსახიობი, რეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ლადო ალექსი-მესხიშვილი. 1928 წელს ქუთაისში დაარსდა მეორე სახელმწიფო თეატრი, ქუთაის-ბათუმის თეატრის სახელწოდებით,რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა.


ნანახია: 2714-ჯერ

მსგავსი სიახლეები
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა.
ფესტივალში იმერეთის 12-ე მუნიციპალიტეტის პროფესიული და სახალხო თეატრის დასები იღებდნენ მონაწილეობას

ამინდი