Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელი:საახალწლო წარმოდგენები ტრადიციად იქცევა და გაახარებს პატარებს

თარიღი : 16-01-2017, 17:27 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
დღეს, 16 იანვარს საახალწლო არდადეგები დასრულდა და სწავლა განახლდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო და 1 კერძო სკოლაში. რაც შეეხება ბაგა-ბაღებს, სააღმზრდელო პროცესი თერჯოლის მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაგა-ბაღში 23 იანვარს განახლდება.

„საახალწლო არდადეგების პერიოდში სპორტის სასახლეში თერჯოლის სახალხო თეატრისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით მიმდინარეობდა ჩვენება საახალწლო სპექტაკლისა „საშობაო ზღაპარი“. სპექტაკლი ნახა და საჩუქარი მიიღო 2 553 ბავშვმა-მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისა და სკოლების დაწყებითი კლასების აღსაზრდელებმა. ეს საახალწლო წარმოდგენები ერთგვარ ტრადიციად იქცა, რაც იმედია, ასე გაგრძელდება და გაახარებს პატარებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში ძლიერი ყინვების გამო თერჯოლის მუნიციპალიტეტის სამ საბავშვო ბაღში-ახალთერჯოლის, ზედა ალისუბნისა და თუზის საბავშვო ბაგა–ბაღებში გათბობის სისტემას შეექმნა პრობლემები, რომელიც სწავლის დაწყებისათვის აღმოფხვრილი იქნება. კიდევ ერთხელ ვულოცავ შობა-ახალ წელს ჩვენს პატარებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, ყველა თერჯოლელსა და სრულიად საქართველოს,“-აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

NS


ნანახია: 1338-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საახალწლო სპექტაკლი თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდება
'საშობაო ზღაპარს'დაესწრება 2 553 ბავშვი- თერჯოლის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებიდან და სკოლის დაწყებითი კლასებიდან, რომლებიც
მუნიციპალიტეტის 26 საბავშვო ბაგა-ბაღის 52 სააღმზრდელო ჯგუფში ჩარიცხულია 2-დან 6 წლამდე ასაკის 1400 ბავშვი.
საახალწლო ღონისძიებები, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, 8-13 იანვარს გაიმართება სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისა და
ნობათი ქალაქის 35 ბაღის 9 900-მა აღსაზრდელმა მიიღო.

ამინდი