Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'მაკდონალდსის' მშენებლობის საკითხი კვლავ გაურკვეველია

თარიღი : 16-01-2017, 16:44 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" სწრაფი კვების რესტორნის სამშენებლო სამუშაოები კვლავ შეჩერებულია. ობიექტის მშენებლობა მხოლოდ მშენებლობის ადგილად შერჩეული ტერიტორიის შემოღობვით შემოიფარგლა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება კულტურის სამინისტროსგან პასუხს ელოდება. აღნიშნული პასუხის მიხედვით უნდა მოხდეს მშენებლობის პროექტის კორექტირება.

სწრაფი კვების ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგი არიან სასულიერო პირებიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 17 იანვარს, 12 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია.

"როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, პროექტი არაა შეთანხმებული კულტურის სამინისტროსთან, შესაბამისად არაა დამტკიცებული. მიუხედავად ამისა, პროექტის სურათი დიდის ამბით გააკრეს. ეს იმას ნიშნავს, რომ წინასწარ ყველაფერი შეთანხმებულიცაა, გაკეთებულიცაა. ასეთ თავხდობას, ტყუილს ერთხელ და სამუდამოდ თუ წერტილი არ დაუსვა ხალხმა, ეს ყველაფერი უარესში და უარესში გადაიზრდება. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს, მოვუწოდებ როგორც გოგი წულაია და არა როგორც პარტიის წევრი, მოვუწოდებ ყველას, არასამთავრობოს, ინტელიგეციას, მათ, ვისაც გული შეტკივა ქუთაისზე, განსკუთრებით მაჟორიტარ დეპუტატებს, რათა გამოთქვან თავისი აზრი. შევიკრიბოთ აღმაშენებლის მოედანზე მშენებლობის წინ, სამშაბათს 12 საათზე," - აცხადებს წულაია.


ნანახია: 1912-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილზე დღეს
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში მსგავსი ტიპის ობიექტის მშენებლობას არ დაუშვებენ.
აღნიშნულ თემაზე სასულიერო პირები ქუთაისის მერსაც შეხვდნენ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია და მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის.

ამინდი