'მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება ჩვენს ქვეყანაში ჩინელები გვბატონობენ!'

სამტრედიაში, იანეთი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ. მძღოლები ჩინური კომპანიისგან პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს იმ დრომდე არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"70-ზე მეტი მძღოლი ვართ გაფიცული. 5 დღეა აქ ვართ და დახმარებას ვითხოვთ. საწვავის ფასის მომატების გამო, ხარჯებს ვერ აუდივართ. ყველაფრი გაძვირდა, ბანკის ვალებით გვაქვს შეძენილი მანქანები და ვითხოვთ მოგვაქციონ ყურადღება. ჩვენს ქვეყანაში ჩინელები გვბატონობენ. შევხვდით ადმინისტრაციას, თუმცა ჩვენს მოთხოვნებს არ ასრულებენ, ამიტომ ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას," - აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული ირაკლი კირთაძე.
მძღოლები აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოების გაგრძელებას არ აპირებენ და კომპანიას არც სხვა მათი მძღოლებით ჩანაცვლების საშუალებას მისცემენ.
მძღოლების აქციას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.