ტყიბულში რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა
თარიღი : 16-01-2017, 11:32 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული სპორტის სასახლე დაათვალიერა.
აღნიშნული სპორტ-დარბაზი თანამედროვე სტანდარტებისაა და შესაძლებელია, როგორც რესპუბლიკის მასშტაბით ასევე, საერთაშორისო ტურნირების ჩატარება.
ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილესთან გიორგი ჭიღვარიასთან და ტყიბულის გამგებელთან რობიზონ გვენეტაძესთან ერთად სპორტული აქტივობების განხორციელებასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ტყიბულში არსებული ნაგავსაყრელიც დაათვალიერა და მყარი ნარჩენების მართვის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.