Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება საწარმოებში და როგორია დასაქმებულთა სამუშაო პირობები?

თარიღი : 15-01-2017, 22:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა შრომის ინსპექტირების 2016 წლის ანგარიში და მომავალი წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირება 176 ობიექტზე განხორციელდა. იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით, 99 კომპანია შემოწმდა. შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის გამო ერთი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ინსპექტორებმა 7 უბედური შემთხვევა გამოიკვლიეს. 176 ობიექტზე შემოწმების შედეგად გამოვლინდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის არარსებობის - 155, ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობის - 80, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის - 63, კოლექტიური დაცვის სისტემის გაუმართაობის - 14, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობის - 17, მიკროკლიმატის დაუცველობის - 70, მომეტებული საწარმო ხმაურის - 18, მომეტებული მტვრიანობის - 11 და სხვა ტიპის შემთხვევები.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, შრომის ინსპექტირების ინსტიტუტის ეფექტიანობაზე განმეორებითი შემოწმების შედეგებიც მეტყველებს. მისივე განმარტებით, 157 ობიექტზე ჩატარებული რემონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მნიშვნელოვნად გამოსწორდა კომპანიებში ხანძარსაწინააღმდეგო და ელექტროსისტემები, გაუმჯობესდა კოლექტიური დაცვის საშუალებები, დასაქმებულებს მიეწოდათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ამავე წელს, შემოწმების პროცესის სრულყოფის მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ტემპერატურის, ტენიანობის, მტვრის, განათების, ხმაურის მზომი ხელსაწყოები შეისყიდა. შრომის ინსპექტორებს კი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდათ. მომზადდა „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონპროექტი.

2017 წელს დეპარტამენტის პრიორიტეტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით ნებაყოფლობითიდან სავალდებულო ინსპექტირებაზე გადასვლისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, შრომის ინსპექციის ინსტიტუციონალიზება, ინსპექტორების გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება, სერტიფიცირება, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა წარმოადგენს.


ნანახია: 1687-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი , რომელიც შრომითი ექსპლუატაციისა და იძულებითი შრომის
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-2017 წლებში
2017 წლის 10 თვის მონაცემებით კი საწარმოო პროცესში დაღუპულთა რაოდენობა ოცდაექვსია.
ინსპექტირების პროცესი 4-5 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში უცხოელ ექსპერტებთან ერთად, ქართველებიც ჩაერთვებიან.

ამინდი