Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ

თარიღი : 4-12-2013, 12:46 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადადგომას მოითხოვენ.
ქალაქის მერიის წინ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, წულუკიანის სამინისტრო თაღლითურ დამნაშავეთა ჯგუფს უდგას სათავეში.
„დღევანდელი აქცია იმ სიტუაციას ეძღვნება, რაც დღეს საქართველოში ხდება. სხვადასხვა ქალაქში დაიწყო შიმშილობები, პერმანენტული გამოსვლები, რადგან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტიდან გაითხოვა ის კანონპროექტი, რომლითაც უკანონო განაჩენების გადასინჯვა უნდა მომხდარიყო და ხალხს უკანონოდ წართმეული ქონება დაბრუნებოდა,“ – ამბობს სოციალურად და სამართლებრივად დაუცველთა კავშირის ხელმძღვანელი გელა ხუნდაძე.
აქციის მონაწილეები იმ ფულის დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც შპს „ოქროს საწმის“ ჩააბარეს იმ იმედით, რომ მისგან პროცენტებს მიიღებდნენ. თუმცა ერთ–ერთი დაზარალებულის ნინო აბულაძის თქმით, 1998 წელს აღნიშნული შპს სასამართლომ თაღლითურად გაკოტრებულად გამოაცხადა და მეანაბრეების 25 მილიონი დოლარიც დაიკარგა. აღნიშნულ სქემაში აქციის მონაწილეები იმერეთის ყოფილ გუბერნატორსა და „თეთრების“ ლიდერს თემურ შაშიაშვილს ადანაშაულებენ.


ნანახია: 1835-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აქციის მონაწილეები მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თანამდებობიდან გადადგომას, საკონკურსო
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ამომრჩევლების მონაცემების კიდევ მეტად დაზუსტებისათვის საქართველოს მოქალაქეები
აქციაზე მყოფი მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავარი პროკურორის გადადგომა საკმარისი არ არის
აქციის მონაწილეები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ,რომელიც აღნიშნულ საკითხს შეისწავლის.

ამინდი