Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საზარელ ავტოავარიას შეწირული კიდევ სამი სიცოცხლე - (ავტო) სიკვდილის შემაძრწუნებელი არითმეტიკა

თარიღი : 15-01-2017, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
12 იანვარს, საღამოს ხაშურის რაიონის სოფელ ალთან კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელიც უმძიმესი შედეგით დასრულდა - დაიღუპა 3 ადამიანი , მათ შორის ბავშვი. ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ავტომობილი და "ნივა" შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, სამივე ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა.

დაღუპულები არიან: მამა ვახტანგი (აბდუშელიშვილი), ირმა აბრამიშვილი და მცირეწლოვანი გოგონა ანი აბრამიშვილი. აბრამიშვილების კიდევ ორი ნათესავი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. სამივე დაღუპული ჭიათურის მაცხოვრებლები იყვნენ.

მამა ვახტანგი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახური იყო და სოფელ ითხვისის ტაძარს წინამძღოლობდა.

ჯერჯერობით დაუდგენელია ავარიის გამომწვევი მიზეზი. როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოლო ხანს ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა სტატისტიკა მართლაც რომ შემაძრწუნებელია. ამ კონკრეტულ შემთხვევამდე, სულ რაღაც 21 დღეში საქართველოს გზებზე 19 ადამიანი დაიღუპა!

ვტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა დღითი დღე მძიმდება - ბოლო დღეების მანძილზე ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონოლოგიური სურათი თავზარდამცემია:

14 დეკემბერს ურეკში ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა (ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი "ოპელი" და ტრაილერი შეეჯახნენ);
23 დეკემბერს რუსთავში მსუბუქი ავტომობილების შეჯახების შედეგად სამი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა გახდა;

26 დეკემბერს ახმეტაში ავტოავარიის გამო ორი კაცი დაიღუპა;

28 დეკემბერს ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მოქალაქე ემსხვერპლა.

2017 წლის პირველ იანვარს რუსთავში ავტოავარიას 5 ახალგაზრდა შეეწირა (გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოდიოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მეგობრობის პროსპექტზე გმირთა მემორიალს შეეჯახა).

3 იანვარს მცხეთასთან ახლოს 2 გოგონა და 2 ბიჭი დაიღუპნენ, მათი ავტომობილი ხეს შეასკდა...

2016 წლის 11 თვის მონაცემით, 6 360 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა და 600-მდე მოქალაქე გარდაიცვალა.

რაც შეეხება 2015 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 6432 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი 440-ით აღემატება 2014 წლის მონაცემებს. 922-ით მეტია 2013 წლის რეგისტრირებულ შემთხვევებზე და 1073-ით აღემატება 2012 წლის მაჩვენებელს.

2015 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 602 ადამიანი დაიღუპა. წინა წელთან შედარებით დაღუპულთა რაოდენობა 91-ით არის გაზრდილი. გაზრდილია დაშავებულთა რაოდენობაც. - 2012 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 7 734 ადამიანი დაშავდა, 2013 წელს - 8 045, 2014 წელს - 8 536, ხოლო 2015 წელს დაშავებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 651-ით გაიზარდა.

kvirispalitra.ge


ნანახია: 2027-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს საქართველოში 6432 რეგისტრირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავებულია.

ამინდი