Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის ანგარიში და გაუჩინარების მიზეზები

თარიღი : 13-01-2017, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა კუპრავა მერიიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გაუჩინარების შესახებ წერს. კუპრავა წერს, რომ
2016 წლის 18-28 დეკემბერს ჰოლანდიური ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ედვენტურის“ (Georgian Adventure) მიერ, რომელიც ევროპის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას ეწევა, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ეინდჰოვენში, ქუთაისის კულტურული ტურიზმის პოტენციალის შესაძლებლობების განსახილველად იყო მიწვეული.

"შეხვედრებს ვაწარმოებდი ეინდჰოვენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ვან აბეს“ წარმომადგენლებთან, გასტრონომიული ფესტივალის - „ვაარლე კულინარის“ ორგანიზატორებთან და საერთაშორისო სპორტულ ფედერაცია „თრეინ-რანის“ წევრებთან სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

2018 წელს ამიერკავკასიაში პირველად იგეგმება საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიება „თრეინ-რანის“ გამართვა, რომლის მასპინძელი მხარე, თანაორგანიზატორი და მხარდამჭერიც უნდა იყოს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საშუალოდ 1500 ტურისტი, რომლებიც კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდება და ერთი კვირის მანძილზე დარჩება ქალაქში.

კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეხვედრები მოხდა ნინო ვან ბეინენის (ტურისტულ კომპანია ,,ჯორჯიან ედვენტურის’’ დამფუძნებელი), სტელა პატრიკის (,,თრეინ-რანის’’ ფედერაციის წევრი) ამოუნდ ბუურსის (კონკრეტული სპორტის სახეობის ბრენდ-მენეჯერი) და ჩემს (ქ.ქუთაისის წარმომადგენელი) შორის. 2017 წლის მაისში, კონკრეტული პირები საქართველოში ჩამოფრინდებიან, შეხვედრებს გამართავენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. მოხდება მარშრუტის დაგეგმვა, ინფრასტრუქტურის შემოწმება და საპილოტე გარბენა.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამაღლება სახელმწიფო ინტერესს შეიცავს და მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება აღნიშნული მიმართულებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია სიამოვნებით დათანხმდა ჩართულიყო საერთაშორისო სპორტულ-კულტურული ღონისძიების ორგანიზებაში და აქტიურად ეთანამშრომლა ჰოლანდიურ კომპანიასთან. რადგანაც ნიდერლანდების სამეფოში გამგზავრება-ცხოვრების ხარჯები საკმაოდ დიდი თანხების გამოყოფას მოითხოვდა ბიუჯეტიდან, ჰოლანდიურმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ჩემი დაფინანსება, ხოლო სამივლინებო დღიური ხარჯი (8 დღე ნიდერლანდების სამეფოში) უნდა აენაზღაურებინა ქუთაისის მხარეს, რომელიც დღემდე არ მიმიღია. გაუთვალისწინებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ორი შეხვედრა, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებთან და ინგლისელ ფოტოგრაფთან უნდა გამართულიყო, რომლებმაც აღნიშნული პროექტის საერთაშორისო რეკლამირება უნდა გასწიონ, 27 დეკემბრის ნაცვლად 2017 წლის 5-6 იანვარს გადაიდო. გამომდინარე იქიდან, რომ შეხვედრის ორგანიზება ჰოლანდიური მხარის გამო გადაიდო, კომპანიამ სრულიად აანაზღაურა ის ხარჯი, რაც ჩემს დაყოვნებას დასჭირდა 28 დეკემბრიდან 8 იანვრის ჩათვლით," - წერს კუპრავა.

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსის თქმით, ნიდერლანდების სამეფოში ოჯახის წევრთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო მგზავრობისა და სხვა აუცილებელი საჭიროების ხარჯების დაფარვა მისი პირადი ბიუჯეტიდან მოხდა.

ცნობისთვის, 2016 წლის 2 დეკემბერს ქუთაისში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტი სიმსივნით დაავადებული ადამიანების დასახმარებლად იყო გათვალისწინებული. აღნიშნული კონცერტის გამართვიდან რამდენიმე დღეში მირანდა კუპრავა ჰოლანდიაში გაემგზავრა. არსებობდა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ კუპრავა ჰოლანდიაში საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხით წავიდა.


ნანახია: 2650-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენის იდეის ავტორი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების გამგე მირანდა კუპრავაა.
ქუთაისის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის სამსახურის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მირანდა
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
მირანდა კუპრავას ბოდიში მოხდა მას შემდეგ მოუხდა, რაც მან ქუთაისელებს ორ ღონისძიებას შორის არჩევანის გაკეთებისაკენ მოუწოდა.
გამოფენის იდეამ საზოგადოებისა და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
25-28 სექტემბრის ჩათვლით ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ გორლიცში 'კულტურული

ამინდი