საქართველოს პრეზიდენტმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია 'მოითხოვე ქართული' დაიწყო
თარიღი : 13-01-2017, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანია 'მოითხოვე ქართული' დაიწყო
#მოითხოვექართული
ამ კამპანიით პრეზიდენტი მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას „იყიდე ქართული“ შეუერთდა.
ინიციატივა მდგომარეობს შემდეგში - 'ჩვენ უნდა გავაძლიეროთ წარმოება ჩვენს ქვეყნაში, მოვითხოვოთ ქართული იქ, სადაც მივდივართ პროდუქტის შესაძენად და ვიცოდეთ, რომ ამით ჩვენ ვაძლიერებთ ქვეყნის ეკონომიკას, ვაძლიერებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულები არიან ქართულ წარმოებაში, ვქმნით სამუშაო ადგილებს, ვეხმარებით სავალუტო სირთულეების დაძლევაში და იმედს ვაძლევთ ერთმანეთს, რომ ერთად დგომით შეგვიძლია გავაძლიეროთ ერთმანეთი. კიდევ ერთხელ, როდესაც მიხვალთ მაღაზიასა და სუპერმარკეტში, მოითხოვეთ ქართული პროდუქცია', - განაცხადა მარგველაშვილმა.
კამპანიის 'მოითხოვე ქართული' ფარგლებში ,საქართველოს პრეზიდენტი ,დღეს შიდა ქართლში და მცხეთა - მთიანეთში 4 საწარმოს ეწვია. დაწყებული კამპანია „მოითხოვე ქართული“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.
NS