Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისის საკრებულოში 'ნაციონალური მოძრაობის' ფრაქცია ჩვენი ინიციატივით არ დაიშლება'

თარიღი : 12-01-2017, 16:49 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე აცხადებს, რომ ფრაქცია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" 4 წევრისგან შედგება, მათი ინიციატივით არ დაიშლება.

ბრეგაძის თქმით, ფრაქციაში ისინი რჩებიან, თუმცა ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდს გამიჯნული ქალაქის სკარებულოს წევრები დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე ფრაქციას დატოვებენ.

"ჩვენ არავის ვუშვებთ არც პარტიიდან და არც ფრაქციიდან, მაგრამ ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პარტია დაეტოვებინათ, ბუნებრივია ფრაქციასაც დატოვებენ. მე ვამბობ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. არც მათი ამ ნაბიჯის შეფასება მსურს, მათ აქვთ არგუმენტები და სწორედ ამიტომ იმოქმედეს ასე,"- აცხადებს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოში 2014 წელს ჩატარებული ადგილობირივ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქალაქის საკრებულოში პროპორციული სიით "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატი- ამირან ძოწენიძე, დავით გოგისვანიძე, ბესიკ ბრეგაძე და გიორგი უკლება შევიდნენ.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ე.წ სააკაშვილის გუნდში ბესიკ ბრეგაძე და გიორგი უკლება რჩებიან.


ნანახია: 2320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფრაქციის დაშლის საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მიზეზი ფრაქციიდან ორი წევრის - ბესიკ
'ნაციონალები' საკრებულოში თითქმის იგივე შემადგენლობით ბრუნდებიან
უკლებას თქმით, სავარაუდოდ, ყოფილი თანაგუნდელები ფრაქციას ფინანსური დაინტერესების გამო არ ტოვებენ.
როგორც ბრეგაძემ topnews.com.ge-ს განუცხადა, ის ამ დრომდე ფიქრობს დათანმხდეს თუ არა აღნიშნული პარტიის მერობის კანდიდატობას.

ამინდი