‘ნუ დავიჯენთ ყველას თავზე,’ -ქუთაისელებს მაკდონალდსის მშენებლობის გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ადგილზე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელი გოგი წულაია ქუთაისის ინტელიგენციას და ქალაქის საპატიო მოქალაქეებს მშენებლობის გაპროტესტებისაკენ მოუწოდებს.
„სად არის ქუთაისის ინტელიგენცია? სად არიან ქუთაისის საპატიო მოქალაქეები? მინდა ყველა ქუთაისელს ვთხოვო: ამოიღეთ ხმა, ნუ დავიჯენთ ყველას თავზე. ამოვიღოთ ხმა, ვისაც ღირსება და ქუთაისელობა გაგვაჩნია,“ - აცხადებს ქობულაძე.
ამ დროისთვის მაკდონალდსის მშენებლობა მხოლოდ ტერიტორიის შემოღობვის ეტაპზეა. სამუშაოები შეჩერებულია, რადგან როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, პროექტი შესაძლოა გადაიხედოს.