'ჩემი ხელით დავანგრევ ამ სიმახინჯეს,'- ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას აპროტესტებენ. მშენებლობის შეწყვეტის მოთხოვნით ტერიტორიაზე აქცია გამართა პარტია „თავისუფალმა საქართველომ“. პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ადგილზე საპატრულო პოლიციაც გამოიძახა და უკანონო მშენებლობის ფაქტის აღკვეთისაკენ მოუწოდა. წულაიას განცხადებით, კომპანიას, რომელიც ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდს აშენებს, ქუთაისის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებელი აქვს. იმ შერმთხვევაში თუ ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობა არ შეჩერდება, წულაია მშენებლობების კონსტრუქციის განადგურებით იმუქრება.
„ეს არის ტრაგედია, როდესაც ქუთაისს და ქუთაისელებს არავის გვეკითხებიან. ტრაგედიაა, როდესაც ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისში ტერიტორიას ასხვისებს და ადგილობრივ ხელისუფლებას არაფერს ეკითხება. თუ ეს მშენებლობა არ შეჩერდება, მე თვითონ დავანგრევ ამ სიმახინჯეს,“ - აცხადებს წულაია.
ოპოზიციური პარტიის პროტესტს ქუთაისის მერიაში უპასუხეს. მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ბაქარ ჭეიშვილი ამბობს, რომ მერიის მხრიდან მშენებლობის ადგილად შერჩეული ტერიტორიის შემოღობვაზე ნებართვა გაცემული იყო, რაც შეეხება მშენებლობის გაგრძელების საკითხს, ჭეიშვილის თქმით, აღნიშნული ამ დროისთვის გაურკვეველია და საქმე შესწავლის ეტაპზეა.