ჭიათურის შემოსასვლელებთან თანამედროვე ტრაფარეტები დამონტაჟდება
თარიღი : 11-01-2017, 20:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, ჭიათურის შემოსასვლელები დაათვალიერა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ჭიათურის შემოსასვლელების მოწესრიგების აუცილებლობაზე ისაუბრა და სამსახურის უფროსებს საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაავალა.

ზურაბ კუპატაძის განცხადებით, როგორც ზესტაფონის, ისე საჩხერის მუნიციპალიტეტიდან შემოსასვლელში უნდა დამონტაჟდეს თანამედროვე ტრაფარეტები. ტრაფარეტზე დატანალი იქნება ქალაქი ჭიათურა ქართული და ლათინური ასოებით. ტრაფარეტების გარდა, გამგებელმა ჭიათურის მონაკვეთზე ცენტრალური საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება და 2017 წელს ამ მიმართულებით სერიოზული სამუშაოების ჩატარება დააანონსა.
NS