ჭიათურის გამგებელი მუნიციპალიტეტის 21 სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვს
თარიღი : 11-01-2017, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ორშაბათის თათბირი ჩატარდა.
თათბირზე გამგებელმა სამსახურებისგან მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხებისა და თემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ზურაბ კუპატაძემ შესაბამის სამსახურებს
წერილის მომზადება დაავალა, სადაც მუნიციპალიტეტის მხრიდან მოთხოვნილი იქნება ჭიათურის 21 სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება და მუნიციპალიტეტების სოფლების გაზიფიცირების საკითხი.
ასევე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა გამგებლის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში არსებული ვითარების აღწერა დაავალა. კერძოდ, საკითხი ეხება სოფლებში არსებულ( ან არ არსებულ) საზოგადოებრივ შენობებს - ამბულატორიას, საბავშვო ბაღს, საჯარო სკოლასა და ადმინისტრაციული შენობის მდგომარეობას.
აღნიშნულ შეხვედრას გამგებლის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
NS