Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად ოთარ ლურსმანაშვილი დაინიშნა

თარიღი : 10-01-2017, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ლურსმანაშვილის ხარაგაულის ბიურო მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.

ხარაგაულის ბიუროს ხელმძღვანელის ოთარ ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ბიურო ყოველდღე 10-საათიდან 18 საათამდე იმუშავებს. მოქალქეთა მიღების დღეები იქნება ორშაბათი და სამშაბათი. ოთარ ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ მაჟორიოტარი დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის ბიურო ხარაგაულში აქტიურ მუშაობას აპირებს. „ბიუროს მოქალაქეთა მიღების დღეები კვირაში ორჯერ ექნება. თითქმის ყოველკვირეულად შევხვდებით სოფლის მოსახლეობასაც, მოვისმენთ მათ პრობლემებს, რა სურთ, რისი შეცვლა უნდათ. მათივე მოთხოვნებიდან გამომდინარე ვუზრუნველყოფთ, ასევე, დეპუტატის, კობა ლურსმანაშვილის შეხვედრებს მოსახლეობასთან“ - აღნიშნა ბიუროს ხელმძღვანელმა.

დეპუტატის ბიურო, ჯერ მხოლოდ, ხარაგაულში ამოქმედდა და იგი სამი თანამშრომელით დაკომპლექტდა. ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ხარაგაულის ბიუროში, ხელმძღვანელ ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად, ჟანა ნემსაძე და კოტე პეტავა დარეგისტრირდნენ.

ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისი ექნება ბაღდათშიც, ასევე, ერთი წარმომადგენელი ეყოლება ზესტაფონში, რომელიც ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატის, შალვა კიკნაველიძის ოფისში იმუშავებს. ბიუროს ხელმძღვანელი ოთარ ლურსმანაშვილი განმარტავს, რომ დეპუტატის ბიურო ბაღდათში ჯერ არ დაკომპლექტებულა და ის უახლოეს დღეებში დაიწყებს ფუნქციონირებას.


ნანახია: 1889-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
Topnews.com.ge-სთან საუბარში უკვე მაჟორიტარი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, რადგან მოსახლეობამ მხარი ქვეყნის
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გელა გაბადაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას საგანგებო
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 16:00 საათზე, ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ამირან ვაშაკიძე ბრიფინგს
აღნიშნულ თანამდებობაზე გელა გაბადაძე ამირან ვაშაკიძემ შეცვალა.

ამინდი