Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მკვლელობის მერე უმცროსი ძმა სოფლის მაღაზიასთან მისულა და უთქვამს, ჩემს ძმას ვესროლე, ნახეთ თუ არის ცოცხალიო"

თარიღი : 10-01-2017, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმურში მომხდარ მკვლელობაზე სოფელში მაცხოვრებლები არ საუბრობენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ერთი ძმის მიერ მეორე ძმის სანადირო თოფით მკვლელობა მათთვის გაუგებარია.

შემთხვევა, რომლის ახსნაც სოფელ ყუმურში უჭირთ, 9 იანვარს, გიორგაძეების ოჯახში მოხდა. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უმცროსმა ძმამ უფროს ძმას სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

"არ ვიცით რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცით, რომ ძმამ ძმა სანადირო თოფით მოკლა. სახლში მარტო ყოფილან და შელაპარაკებულან. მკვლელობის მერე უმცროსი ძმა სოფლის მაღაზიასთან მისულა და უთქვამს, ჩემს ძმას ვესროლე, ნახეთ თუ არის ცოცხალი, პოლიციას უნდა ჩავბარდეო," - აცხადებენ ადგილობრივები.

ძმის მკვლელობაში ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით).


ნანახია: 2506-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
ქმარმა ცოლი საკუთრ სახლში, სანადირო თოფით მოკლა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

ამინდი