ვანის რაიონში სანადირო თოფით ძმამ ძმა მოკლა

ვანის მუნიციპალიტეტის ყუმურის თემში შელაპარაკების ნიადაგზე ძმამ ძმა მოკლა.
Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, შემთხვევის დროს ძმები სახლში მარტო, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
"რაღაცაზე შეკამათებულან. გარდაცვლილი 24 წლის არის, ძმის მკვლელობაში ბრალდებული 18 წლისაა. ამ უკანასკნელს ცუდი სიმთვრალე ჰქონია. უთქვამს, გარდაცვლილმა ხელი დამარტყა და ვესროლეო," - განუცხადეს Topnews.com.ge-ს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული გ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო,"- აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით).