Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელ 'ნაციონალებს' პარტიის თავმჯდომარე თბილისში ყრლობაზე წასვლის უფლებას არ აძლევს

თარიღი : 9-01-2017, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე პარტიის მხარდამჭერებს 20 იანვარს, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ ყრილობაზე წასვლის უფლებას არ აძლევს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ნიკუშა ნარსიამ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

ნარსიას თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისში ყრილობაზე ქუთაისიდან ყველაზე დიდი წარმომადგენლობა იქნება.

"თბილისში რომ წავიდეთ, პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა უნდა მოგვიწეროს ხელი, მაგრამ გია თევდორაძემ ხემოწერაზე უარი განგვიცხადა, რადგან მიხეილ სააკაშვილის გუნდს ეთიშება. ამიტომ ჩვენ გუშინ ჩავატარეთ კონფერენცია და 427 ხელმოწერით მივმართეთ თბილისში, ყრილობის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს. 20 იანვარს ყრლობას ქუთაისიდან ყველაზე მეტი ადამიანი დაესწრება," - განაცხადა ნიკუშა ნარსიამ.

როგორც ცნობილია, გია თევდორაძის გარდა, მიხეილ სააკაშვილის გუნდთან თანამშროლობაზე უარს აკაკი ბობოხიძე და გიგი წერეთეიც ამბობენ. 20 იანვარს ჩანიშნულ ყრილობაზე კი პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.


ნანახია: 2592-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ერთიანი ნაციონალური მოძრაობის' თავმჯდომარის თანამდებობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდე ვაკანტურად დატოვეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის პოსტს დღეს დატოვებს.
როგორც პარტიის ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი წევრი გია უკლება აცხადებს, პარტიას გამიჯნული პირები ბოკერია-უგულავას ჯგუფს უერთდებიან.
როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, გია თევდორაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი და ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი"
პარტიის წევრები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან ხელისუფლება ხალხის ძალას კიდევ ერთხელ იგრძნობს.
ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის გია თევდორაძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ის მძღოლები, რომლებსაც

ამინდი