Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის რომელ სოფლებში გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი და რა ღირს მგზავრობა

თარიღი : 6-01-2017, 18:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის არჩილ მაღრაძის ინფორმაციით, ხარაგაულის სამი სოფლის მიმართულებით მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება მოხდა.

2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში ხუთშაბათობით გადაადგილდება. მარშურტი რკინიგზის სადგურიდან ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით (მგზავრობის ღირებულება 0.5 ლარი) 14:00 სთ-ზე გავა, ხოლო ქროლი-ბაზალეთის საზღვრიდან რკინიგზის სადგურის მიმართულებით -14:30 სთ-ზე. ზემოთ აღნიშნული ტრანსპორტი, ასევე, ბაზალეთის სკოლიდან, ხარაგაულის საავადმყოფოსა და რკინიგზის სადგურის მიმართულებით იმოძრავებს და მგზავრობის ღირებულება 0.3 ლარი იქნება.

კიდევ ერთი მიმართულება დაემატა, ასევე, ხარაგაული-თეთრაწყაროს მარშრუტს და იგი ყოველდღე, 18:00 საათზე, ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ კიცხის მიმართულებით (მგზავრობის ღირებულება 0.5 ლარი), კიცხის საზოგადოებრივ ცენტრამდე მივა. რაც შეეხება ხარაგაული-თეთრაწყაროს მარშრუტს მგზავრობის ღირებულება ხარაგაულის რკინიგზის სადგურიდან სოფელ თეთრაწყარომდე 0.3 ლარი, რკინიგზის სადგურიდან ხარაგაულის საავადმყოფომდე - 0.20 ლარი, ხოლო სოფელ თეთრაწყაროდან, ხარაგაულის საავადმყოფომდე მგზავრები მხოლოდ 0.10 ლარი გადაიხდიან.

მიმდინარე წელს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა გაგრძელდა ასევე, სოფელ ფარცხნალის მიმართულებით. სამარშრუტო ტაქსი ყოველ სამშაბათს, რკინიგზის სადგურიდან სოფელი ფარცხნალის მიმართულებით (მგზავრობის ღირებულება 0.3 ლარი) 14:30 სთ-ზე გამოვა, ხოლო სოფელ ფარცხნალიდან -15:00 სთ-ზე.

NS


ნანახია: 2473-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გზის მოასფალტება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მილიონ ორმოცდაცხრა ათასი ლარით დაფინანსდა.

ამინდი