Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს მოქალაქეები ფულს სთხოვენ

თარიღი : 6-01-2017, 17:07 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს ვალერი ჩეჩელაშვილს საარჩევნო კამპანიაში ჩართული პირები კუთვნილ ხელფასებს სთხოვენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ თავიანთი საქმე შეასრულეს, თუმცა პარტიისგან დაპირებული ხელფასი ვერ მიიღეს.

"მთელი ზაფხული ვმუშაობდი, ხალხთან უნდა მიმეტანა ინფორმაცია ამ კანდიდატის შესახებ. ვიმუშავეთ, მაგრამ ასე დაგვტოვეს. გვეგონა საშველი დაგვადგებოდა, ამ კაცის დიდი იმედი გვქონდა," - აცხადებს ინეზა ლაღაძე.

ხელფასის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ანაზღაურებას როგორც კოორდინატორები, ისე დამკვირვებლები ითხოვენ. "თავისუფალი დემოკრატების" წყალტუბოს რაიონულ ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ პარტია საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირებს ხელფასებს ყოველი თვის დასაწყისში ურიცხავდა. პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაია შალამბერიძის თქმით, პარტიას არავის ვალი აქვს.


ნანახია: 1368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'თავისუფალი დემოკრატების' წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი ჩეჩელაშვილის ორგანიზებით მუნიციპალიტეტში კონფერენცია
მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანიამ წარადგინა.
პარტიის წყალტუბოს ორგანიზაციის თავმჯდომარემ მაია შალამბერიძემ განაცხადა, რომ მათი პარტიის კოორდინატორ ავთანდილ ედიბერიძეს უცნობმა
როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში დასაქმებულები აცხადებენ, მათ ხელფასი მიმდინარე თვის 22 რიცხვში უნდა დარიცხვოდათ, თუმცა ხელფასებს
'თავისუფალი დემოკრატების' ბრალდებებს 'ქართულ ოცნებაში' პასუხობენ.

ამინდი