Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში საცხოვრებელი ფართის მიღების თხონით დევნილთა განცხადებების მიღება დაიწყო

თარიღი : 6-01-2017, 12:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქუთაისში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო.

სამინისტროს ცნობით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება შეუძლიათ იმერეთის რეგიონსა და თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს 2017 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

განაცხადები მიიღება შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, დევნილთა და განსახლების სამინისტროს მისაღები ცენტრი; ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, ხუბულავას ქ. N6.

ქუთაისში,ახალაშენებულ კორპუსებში ბინა ჯამში 387 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ბინები გაიცემა შემდეგ მისამართებზე: შერვაშიძის ქ. N53 – 160 ბინა; აღმაშენებლის ქ. N12 – 184 ბინა; ერისთავის ქ. N7 – 43 ბინა


ნანახია: 2076-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე:
დევნილთა საკითხების შემსწავლელი გაფართოებული კომისია, თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით შემოსული 11 016 განაცხადიდან იმ 400
იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, ქუთაისის მერმა შოთა მუღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისში,

ამინდი