Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში პროექტი „ჩვენი მარჯვე ხელებით“ ჩატარდა

თარიღი : 5-01-2017, 15:47 | კატეგორია: ---   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტი – „ჩვენი მარჯვე ხელებით“ ჩატარდა.

პროექტში, რომელიც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, 100 სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია ჩართული.

პატარები, რომლებიც ნაძვის ხის სათამაშოებსა და საახალწლო აქესეუარებს ამზადებენ, ოთხ ჯგუფად არიან დაყოფილები და აქციაც ოთხ ეტაპად გაიმართება.

„ბავშვების დასახმარებლად რამდენიმე პედაგოგი გვყავს, მაგრამ აქ არიან უფროსკლასელებიც, რომლებმაც თავად გამოთქვეს სურვილი პატარებს სათამაშოების დამზადებაში დახმარებოდნენ. ვფიქრობთ, ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“ – აღნიშნა ხარაგაულს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა ნანა კიკნაძემ.

პროექტის მიმდინარეობისას, გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პატარებს ლანჩით გაუმასპინძლდა.

NS


ნანახია: 1660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტში 100 სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვია
საახალწლო ღონისძიება კინოთეატრის ფოიეში, ნაძვის ხესთან მოეწყო და იგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და
9750 ლარის ღირებულების პროექტი გამგეობის 30%-იანი თანადაფინანსებით განხორციელდა.
შეხვედრას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფორმაძე, პარლამენტის წევრი დიმიტრი მხეიძე და

ამინდი