Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის გამგეობაში 24 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდება

თარიღი : 5-01-2017, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მუნიციპალური საავადმყოფო, სოფლის ამბულატორიები და ალილოს საზეიმო მსვლელობაში მუნიციპალიტეტის ჩართულობა იყო დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში გამართული თათბირის მთავარი საკითხები. თათბირს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე უძღვებოდა, გამგებლის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

,,ჭიათურას უნდა ჰქონდეს თანამედერო სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფო. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ რა პროფილისა და რამდენ საწოლიანი სამედიცინო ცენტრი გვჭირდება, შემდეგ კი აქტიურად ვიმუშაოთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან", რათა საკითხი დადებითად გადაიჭრას. საკითხთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში მე ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგიენკოს შევხვდები,“ - განაცხადა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ.

გამგებელმა თათბირზე სოფლის ამბულატორიების მოწესრიგებას გაუსვა ხაზი და ეკონომიკის სამსახურს საკითხთან დაკავშირებით დავალებებიც მისცა. დღესვე თათბირზე აღინიშნა, რომ ჭიათურაში ახალი რაგბის სტადიონი აშენდება. ადგილი და სტადიონის აშენების ვადები ჯერჯერობით ბოლომდე დაზუსტებული არაა. მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ალილოს მსვლელობაში მუნიციპალიტეტის ჩართულობაზე ისაუბრა და სამსახურის უფროსებს მასში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

თათბირზე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში ჭიათურის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა 24 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსს გამოაცხადებს. საკონკურსო განაცხადები საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ გვერდზე ( www.hr.gov.ge ) გამოქვეყნდება.


ნანახია: 3327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო კაბინეტში ზურაბ კუპატაძის მოწვევით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ჩატარდა.
დღეს გამართულ თათბირზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენები განიხილა.
ამ განცხადებით დაიწყო დღევანდელი თათბირი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურაბ კუპატაძემ.
გამგეობის ტრადიციული ყოველკვირეული თათბირი გაიმართა ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ორშაბათის ოპერატიულ თათბირს, რომელსაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ კუპატაძე წარმართავდა, გამგებლის მოადგილეები და
შეხვედრისას მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხის მოგვარებაზეც იმსჯელეს.