Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უშიშროებისგან დაშინებული ქუთაისელი პატრიოტები დაშლას არ აპირებენ

თარიღი : 3-12-2013, 11:19 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოს ამავე სახელწოდების ფრაქციის ხელმძღვანელი კახა ნემსიწვერიძე უშიშროების მხრიდან ქუთასელი „პატრიოტების“ დაშინების ფაქტს ადასტურებენ.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ვიღაცები დაიბარეს უშიშროებაში და მათთან საუბარი ჰქონდათ. მეც ვარკვევ დეტალებს და უფრო მეტი მოგვიანებით მეცოდინება,“ - აცხადებს გოჩა თევდორაძე.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტების“ ხელმძღვანელის კახა ნემსიწვერიძის თქმით, დეპუტატებზე იყო გარკვეული ზეწოლა, თუმცა რა საკითხზე მისთვის უცნობია. რაც შეეხება იმ დეპუტატების სიას, რომლებიც უშიშროებაში დაიბარეს, ნემსიწვერიძე ამ ეტაპზე არ ასახელებს.
ფრაქცია „პატრიოტების“ წევრის გოგიტა გოგელაშვილის განცხადებით, ამ დროისათვის საკრებულოს კანცელარიაში ფრაქციის დატოვებასთან დაკავშირებით დეპუტატების განცხადებები არ შესულა. გოგელაშვილის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს და უშიშროებას მოუწოდებს თავი შეიკავოს მეგობრული რჩევებისაგან.
ცნობისთვის, მედია-კავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ იმერეთის რეგიონის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა მეფარიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი ქუთაისის საკრებულოს წევრებს იბარებენ და მათ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დატოვებას აიძულებენ. აღნიშნული ფრაქცია საკრებულოში უმრავლესობითაა წარმოდგენილი.


ნანახია: 2915-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დღეს ფრაქციის 5 წევრს უკვე დაწერინეს განცხადება და ხვალინდელი რიცხვით ატოვებინებენ ფრაქციას. გაუგებარია, ქვეყნის უშიშროების
„პატრიოტების“ ფრაქციის ხელმძღვანელის კახა ნემსიწვერიძის განცხადებით, საკრებულოს სხდომა, სადაც დეპუტატებმა გოგელაშვილს
პარტია“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოჩა თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.
ტატო მესხის თქმით, 6 კაციანი ფრაქცია დაიშლება და ორ ფრაქცია შეიქმნებიან.
გია გოქაძის ინფორმაციით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ დეპუტატები: მერაბ მეშველიანი, ირინა ივანეიშვილი და ლევან
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტები“ ქალაქის მერიას ბიუჯეტის პროექტს უწუნებენ. "პატრიოტების" განცხადებით, 2014 წლის