Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამოქმედდა თუ არა მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა - შსს გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

თარიღი : 4-01-2017, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის ე.წ 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

"გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დროისთვის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტშია განსახილველად და განხილვები განახლდება საგაზაფხულო სესიაზე", - აცხადებენ უწყების პრესსამსახურში.

როგორც ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით 2017 წელს რამდენიმე სიახლე აქვს დაგეგმილი. მათ შორის არის მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის გართულება და ასევე, მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის შემოღება. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, მართვის მოწმობებზე ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის.

"საგზაო მოძრაობის მიმართულებით სიახლე იქნება ის, რომ მართვის მოწმობის გამოცდა შეიცვლება და გარკვეულწილად გართულდება, ანუ რეალურ დროში გადავა ქუჩაში. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები. ქულების მინიჭებას კიდევ დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა მდიდარი და ღარიბი გათანაბრდეს და ჯარიმაში არ გამოიხატებოდეს სახელმწიფოს დამოკიდებულება კანონის დამრღვევთა მიმართ. ყველაზე მაღალი ქულის ჩამოკლება მოხდება სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა რამდენიმე კვირის წინ "პალიტრანიუსის" ეთერში.

ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ 2015 წელს წარუდგინა. განხილვის პროცესი კომიტეტებში გაიმართა. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვდა, თუმცა მთელ რიგ საკითხზე აზრთა სხავადასხვაობის გამო პროცესი წინ აღარ წასულა.

ambebi.ge


ნანახია: 2872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა.
კანონპროექტით გათვალისწინებულია მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის შემოღება. აღნიშნული ქულები ადმინისტრაციული
ქვეყანას ევროკავშირის წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომლის თანახმადაც მართვის მოწმობის აღების გამოცდა უნდა დაიხვეწოს.
როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან
მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა
უწყების ერთ-ერთი ინიციატივის განხორციელება, რომელიც მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარებას გულისხმობს,

ამინდი