ქუთაისის მერი: ახლა პირველად თქვენ გეუბნებით, რაც ხდება ჩემს გარშემო
თარიღი : 21-08-2013, 09:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერმა დიმიტრი კოპალიანმა ტოპნიუსს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სადაც ის ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს. მერის თქმით, ქუთაისის მერი ამ ქალაქში კვლავ დიმიტრი კოპალიანია და ის უახლოეს მომავალში არსად წასვლას არ აპირებს.
„გუშინ ტოპნიუსს პირველმა განვუცხადე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებ და კვლავ თანამდებობაზე ვრჩები. გუშინ, როცა თქვენ დამირეკეთ და ტელეფონზე ვისაუბრეთ, მაშინაც თბილისში მქონდა სხვადასხვა შეხვედრები ფინანსთა მინისტრთან და ისევ ქალაქის განვითარებაზე ვსაუბრობდით,“- ამბობს ქუთაისის მერი.