Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის პრესტიჟულ სასაფლაოებზე ცოცხალი მიცვალებულები ადგილებს იკავებენ

თარიღი : 2-12-2013, 22:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში, ე.წ. პრესტიჟულ სასაფლაოებზე სამუდამო განსასვენებლის მოპოვების მიზნით, მოქალაქეები წინასწარ იწყებენ სამზადისს. „ცოცხალ მიცვალებულებზე“ სამარხების გაცემა კი ორმაგი ფასით ხდება.
ქუთაისში მდებარე მწვანეყვავილას პანთეონი 1956 წელს დაარსდა. ადგილი, სადაც საზოგადო მოღვაწეების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც არიან დაკრძალული, ერთ-ერთ ელიტარულ სასაფლაოს მიეკუთვნება. პანთეონში საფლავები ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით გაიცემა, სასაფლაოებზე კი სამარხების გაცემა სასაფლაოთა მეურნეობის-შპს „ქართული ტრადიციების“ კომპეტენციას წარმოადგენს. აღნიშნული შპს მართავს ქუთაისში არსებულ 13 სასაფლაოს.
როგორც შპს „ქართული ტრადიციების“ ხელმძღვანელი გოჩა მარგველაშვილი განმარტავს, სასაფლაოებზე სამარხების ფასები კატეგორიების მიხედვით განისაზრება. პირველ კატეგორიაში მოხვედრილი სასაფლაოები (მაგალითად, მწვანეყვავილას, ოღასკურას, ძელქვიანის) პრესტიჟულ სასაფლაოებს განეკუთვნება და კვ. მ-ის ფასი 120 ლარია. ხოლო შედარებით არასპრესტიჟულ სასაფალაოზე, მაგალითად ჭომის სასაფლაო, კვადრატული მეტრი მიწის ფართობის მინიმალური ღირებულება 10 ლარია.
„სადაც ადგილი არის და მთხოვნელი მოგვმართავს, ვცემთ ადგილებს. წინასწარაც ყიდულობენ საფლავებს, როცა ოჯახის წევრი არ ჰყავთ გარდაცვლილი. ამ შემთხვევაში საფლავები დადგენილი ფასებისგან განსხვავებით ორმაგი ღირებულებით გაიცემა,“ - ამბობს გოჩა მარგველაშვილი.


ნანახია: 3063-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორია გარდაცვალების ფასი ქუთაისში და რა სერვისს გვთავაზობენ სარიტუალო მომსახურეობის ბიუროები, ამის გარკვევას Topnews.com.ge
ქუთაისში, ოღასკურის სასაფლაოდან საფლავის ქვების მოპარვას ცდილობდნენ.
საფიჩხიის სასაფლაო ქალაქში ერთ-ერთი უძველესი და დიდ ფართობზე არსებული სასაფლაოა.
როგორც შეიძლება პანთეონის ტერიტორია გაყიდო უბრალო მოქალაქეებზე
„ქართული ტრადიციები“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისათვის ემზადება.

ამინდი