Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი:მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს

თარიღი : 29-12-2016, 20:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შვილებთან ერთად აანთო. ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, მერის მოადგილე კონსტანტინე ქავთარაძე და თვითმმართველობის სხვა წევრები დაესწრნენ.
http://www.picz.ge/img/s1/1612/29/c/c3aeb12e05c9.jpg
ასევე, გაიმართა პერფორმანსი ბალერინების მონაწილეობით.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოსართავად 20 ათასი ლარი დაიხარჯა. შოთა მურღულიამ ქალაქს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქუთაისში ერთ–ერთი საუკეთესო ნაძვის ხეა.

"მინდა ყველას დამდეგი შობა ახალი წელი მივულოცო. ქუთაისში ერთ-ერთი საუკეთესო ნაძვის ხე გვაქვს. მინდა სკეპტიკოსებს ვუთხრა, რომ არ არის აუცილებელი იყიდო ახალი ნაძვი, როცა ის კარგი გაქვს. მთავარია მისი მორთვა. რაც შეეხება განათებებს, რამდენიმე ქუჩაზე არის პრობლემები და თუ ეს ორ დღეში არ აღმოიფხვრება, ჩამოვიღებთ დაზიანებულ განათებას და კომპანიას დავაჯარიმებთ," -განაცხადა მერმა.

ქუთაისში საახალწლო ღონისძიებები 30 დეკემბრიდან იწყება და 13 იანვრამდე გასტანს.


ნანახია: 2865-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქალაქის საახალწლო მორთულობისთვის 78 000 ლარი დაიხარჯა.
მთავარი ნაძვის ხის გარდა, ქალაქში საახალწლო აქსესუარებიც განათდა.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სიმბოლურად ბავშვებთან ერთად
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა მიულოცეს.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის თქმით, ქალაქს მიმდინარე წელს ახალი ნაძვის ხე არ ექნება.