წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შვეიცარიაში გაცვლითი პროგრამით ისარგებლებენ
თარიღი : 29-12-2016, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შვეიცარიის, ფრიბურგის უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმი სტუდენტებისა და ლექტორების გაცვლითი პროგრამებით სარგებლობას ითვალისწინებს.
როგორც საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ილია მარჯანიძე აღნიშნავს, მსგავსი მემორანდუმი ორივე უნივერსიტეტისთვის დიდ მნიშვნელობას იძენს.
„მემორანდუმი შვეიცარიის ერთადერთ ორენოვან უნივერსიტეტ ფრიბურგთან გაფორმდა. წერეთლისა და ფრიბურგის უნივერსიტეტებს შორის ხშირი შეხვედრები გაიმართება, სადაც კონკრეტულ პროექტებზე მუშაობაც მოხდება,"-განაცხადა მარჯანიძემ.
მემორანდუმის გაფორმებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ქალაქის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდა.
„ეს მემორანდუმი ჩვენი სტუდენტების სწავლის და ცოდნის ამაღლებას მოემსახურება. ფრიბურგის უნივერსიტეტი ერთ-ერთი წარმატებულია ევროპაში. ჩვენ გაზაფხულზე მივლინებით ვიყავით ფრიბურგში, სადაც განათლების სისტემაზე ბევრი ვისაუბრეთ," -განაცხადა ჭიჭინაძემ.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ღავთაძემ.
„იქედან გამომდინარე, რომ მსოფლიოს საუნივერსიტეტო სივრცეში ფრიბურგის უნივერსიტეტს საკმაოდ წარმატებული ადგილი უჭირავს, მასთან მემორანდუმის გაფორმება დიდ მნიშვნელობას წარმოადგენს ჩვენთვის. ვეცდებით, რომ მემორანდუმი იყოს ცოცხალი და სტუდენტებზე მაქსიმალურად ორიემტირებული,“-განაცხადა ღავთაძემ.
მემორანდუმი ხუთწლიანია და გაგრძელების პერსპექტივასაც ითვალისწინებს.
ხატია ბანძელაძე