Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მთავრობამ ონლაინ სესხების აკრძალვა გადაიფიქრა

თარიღი : 29-12-2016, 13:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონლაინ სესხები არ უქმდება. პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები ისევ ხელშეუხებელნი დარჩნენ და მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მთავრობის შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ონლაინ სესხებზე ეფექტური ზედა საპროცენტო განაკვეთი არ უნა აღემატებოდეს 100%-ს, საბანკო სფეროს სპეციალისტები არარეალურად აფასებენ. ისინი განაკვეთის შემცირებას მოითხოვენ.

კვირიკაშვილის განცხადების შემდეგ ყველა ელოდა, რომ ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალებოდა, მაგრამ ვითარება მოულოდნელად შეიცვალა. მთავრობა კრედიტებზე მხოლოდ საპროცენტო განაკვეთის ლიმიტის დაწესებას აპირებს.

მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, განისაზღვრება ონლაინ სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი და პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზედა ზღვარიც. კერძოდ, სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.

სესხის გამცემს ეკრძალება სესხის გაცემის დროს მომხმარებელს დააკისროს წინსწრებით დაფარვის საკომისიო ან პირგასამტეხლო ან ნებისმიერი სახის საჯარიმო სანქცია, რომელიც აღემატება კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხის 2%-ს.

"იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის, გარდა 1000 ლარამდე გაცემული სესხისა, ხელშეკრულებისავის მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი. სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის ჩათვლით (გარდა იპოთეკის სანოტარო წესით დამოწმებასა და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა), არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის მეთორმეტედს, რაც ძალაშია ყოველი წლის 1-ლი მარტიდან", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ონლაინ სესხებთან დაკავშირებით რომ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო, ეს მალევე დადასტურდა ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით. მან კვირიკაშვილის ინიციატივა უარყო.

"არავინ აპირებს აკრძალოს სესხის შეთავაზება ინტერნეტში, უბრალოდ, ჩვენ ინტერნეტსესხები დავარქვით ისეთ ბიზნესმოდელს, სადაც წლიური საპროცენტო განაკვეთი არის 200, 300, 500, 800, 1000 პროცენტი. ბევრი ვითათბირეთ და საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობის უფლებების დაცვა სწორედაც რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

საბანკო სფეროს ექსპერტი ლია ელიავა "რეზონანსთან" საუბრისას ონლაინ სესხების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს. იგი კანონპროექტში მოყვანილ 100%-ს სამარცხვინოდ მიიჩნევს.

"მთავრობას ჰქონდა გეგმა გაეუქმებინა ონლაინ გამსესხებელი ორგანიზაციები, მერე გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს მათი "დარეგულირება". შესაბამისად, კანონპროექტი შეიმუშავეს

სესხებზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ. 100% ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეს ნიშნავს, რომ ონლაინ გამსესხებლებს უკვე აღარ ექნებათ საშუალება თვიური გადასახადით გასცენ სესხი.

ამიერიდან მსესხებელს ზუსტად ეცოდინება რას იხდის მთელი წლის განმავლობაში და ექნება შედარების საშუალებაც. მიკროსაფინანსოებში, საშუალოდ, 50%-მდე მერყეობს წლიური განაკვეთი, კომერციულ ბანკებში 10-დან 25%-მდეა. გამოდის, რომ ძალიან ბევრს დაეკარგება სურვილი აიღოს ძვირი ონლაინ სესხი. ასევე შესაძლებელია, ბევრ ონლაინ გამსესხებელს დაეკარგოს მუშაობის გაგრძელების სურვილი. ამ მხრივ დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ, რადგან მათ ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი არ შეაქვთ.

ახლა ვნახოთ სინამდვილეში რა არის 100%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეს არ არის სესხის ორმაგი ოდენობა, ეს არის ბევრად უფრო მეტი. იმასაც გეტყვით, რომ ეს არის სესხის სამევახშეო და სამარცხვინო პროცენტი. საიდან დაადგინეს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ასეთი ზღვარი ეს უცნობია. რატომ მაინცდამაინც 100 და არა 50? ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ასეთ გამსესხებლებზე რეგულაცია 8-დან 14%-მდეა წლიურად. თუ მთავრობას უნდა მოსახლეობის ინტერესების დაცვა, აუცილებლად შესამცირებელია ეს უზარმაზარი განაკვეთი", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ.

ონლაინ სესხების პრობლემად მაღალ განაკვეთს მიიჩნევს პროფესორი დავით ასლანიშვილი და ამბობს, რომ კომერციულმა ბანკებმა ისევ და ისევ მთავრობის დონეზე "დაალობირეს" საკითხი.

"ონლაინ სესხების პრობლემა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია. თუ მათი წლიური განაკვეთი იქნება 10%-მდე, მისი არსებობის საწინააღმდეგო არავის არაფერი გვექნება, პირიქით, მივესალმებით მსგავს გადაწყვეტილებას. ონლაინ ორგანიზაციების უმრავლესობა, როგორც მიკროსაფინანსოები და ლომბარდები, არის კომერციული ბანკების მფლობელობაში. ყველა რესურსი ისევ მათ სასარგებლოდ, მათსავე ჯიბეში წავა, რაც არასწორი მიდგომაა", - განუცხადა "რეზონანსს" ასლანიშვილმა.

ანალიტიკოს ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, ფულის მიღების სწრაფი საშუალება ონლაინ სესხების სახით უნდა არსებობდეს, თუმცა ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხისთვის მისაღები, როგორც საპროცენტო განაკვეთის მხრივ, ასევე ხელშეკრულების დონეზეც. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ხშირია შემთხვევა, როდესაც მსესხებლისთვის ინფორმაციის დიდი ნაწილი გასაიდუმლოებულია, რაც მიუღებელი და შესაცვლელია.

"ონლაინ სესხებზე ნეგატიური შეხედულება ჩამოუყალიბდა მოსახლეობას, არადა საჭიროების დროს ფულის მიღების გამარტივებული ფორმა უნდა არსებობდეს. უბრალოდ, არარეალური პროცენტები და ჯარიმები ასაკრძალია. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც რაღაც მონაცემები დამალული ჰქონდათ, ეფექტური განაკვეთიც არ იყო მითითებული, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში დიდი ალბათობით ბევრი თავს შეიკავებდა სესხის აღებისგან.

საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მსგავსი სესხების, თუ იქნება ცივილური და ადამიანის დროებითი პრობლემის შემამსუბუქებელი და არა პირიქით. ამის ერთ-ერთი წინაპირობა იმ კოლოსალური პროცენტის დაწევაა, რაც დასახელებული აქვს საქართველოს მთავრობას აღნიშნულ კანონპროექტში", - განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.


ნანახია: 1715-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასესხო პროდუქტს, რომელიც ქართულ საფინანსო ბაზარზე ონლაინ–სესხების გამცემმა კომპანიებმა შემოიტანეს და რომელიც წლების განმავლობაში
ონლაინ სესხების მიკროსაფინანსოებად გადაკეთებაზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც. მისი განცხადებით, გარკვეული
გიჩნდებათ კითხვა, სად ჯობია სესხის აღება? ამაში საიტი sesxebi365 დაგეხმარებათ.
16974 ხელშეკრულებიდან 7056 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 70,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო
ონლაინ სესხები ქართულ ბაზარზე გამოჩენისთანავე უამრავი პრობლემის წარმომშობ ფაქტორად მოგვევლინა.

ამინდი