‘ჩვენი მთავარი კონკურენტი იმპორტით შემოტანილი უცხოური, უხარისხო პროდუქციაა’,- კომპანია ‘ლევანტო’ რუბრიკაში ‘დამზადებულია იმერეთში’
Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჩვენი მთავარი კონკურენტი იმპორტით შემოტანილი უცხოური, უხარისხო პროდუქციაა’,- კომპანია ‘ლევანტო’ რუბრიკაში ‘დამზადებულია იმერეთში’

თარიღი : 28-12-2016, 20:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - ,,დამზადებულია იმერეთში", რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების სოფლებსა და ქალაქებში არსებული ბიზნეს, სამეწარმეო და სამრეწველო საქმიანობების პოპულარიზაცია წარმოადგენს. რუბრიკის ფარგლებში საუბარი ბაზარზე არსებულ უხარისხო პროდუქტსაც შეეხება.

რუბრიკის მორიგი სტუმარია ფეხსაცმლის საწარმო ,,ლევანტო"-ს წარმომადგენელი რომან მხეცაძე.

ფეხსაცმლის სალონი ,,ლევანტო" უკვე მეთერთმეტე წელია რაც არსებობს და მოსახლეობას ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ფეხსაცმელს სთავაზობს. როგორც რომან მხეცაძე სააგენტო TOPNews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, თავიდან კომპანიის შექმნის იდეა დამაარსებლებისთვის ამ სფეროში მუშაობისა და სამუშაოს სპეციფიკის ცოდნიდან გამომდინარე გაჩნდა.
,,კომპანია ამ სფეროში მომუშავე 4-მა ადამიანმა დაარსა, რომლებიც ამავდროულად მეგობრები, ნათესავები არიან. მათ ხარისხის შესაქმნელად სფეროში თავიანთი გამოდილება გამოიყენეს და შექმნეს დღეს უკვე ბრენდი, რომელიც ამართლებს ლოზუნგს-,,შეეჩვიე ხარისხს,"-განაცხადა რომან მხეცაძემ.

როგორც რომან მხეცაძე ამბობს, მათთან ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია.

,,ჩვენი პროდუქცია საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე უფროა გათვლილი. რა ხარისხის პროდუქციასაც ჩვენ ვქმნით, ფასი იმაზე ბევრად დაბალია. თუმცა კოლექციებზე ფასები სეზონის მიხედვით იცვლება-იმატებს ან იკლებს,"-განაცხადა რომან მხეცაძემ.

მხეცაძის თქმით, ,,ლევანტო"-ს პროდუქცია მხოლოდ ნატურალურ ტყავზე მზადდება.
http://www.picz.ge/img/s2/1612/28/7/7a77ff2c5dcb.jpg
,,ჩვენ არ ვიყენებთ ტყავის შემცვლელს, მხოლოდ ნატურალურ ტყავს ვიყენებთ, რომლის ექსპორტსაც ესპანეთდან ვეწევით,"-განაცხადა ,,ლევანტო"-ს წარმომადგენელმა.

მხეცაძე იმასაც ამბობს, რომ ადგილზე შექმნილი მცირე წარმოებები მათი კონკურენტები ვერ იქნებიან.

,,ადგილობრივ მცირე მეწარმეებს ჩვენს კონკურენტებად ვერ მივიჩნევთ, ჩვენი მთავარი კონკურენტი იმპორტით შემოტანილი უცხოური, უხარისხო პროდუქციაა. სამწუხაროდ, ამის არანაირი კონტროლი და რეგულირება არ ხდება, რაც ბაზარზე შეფერხებებს იწვევს. ადგილობრივ ბაზარზე ამაზე უკეთესი მდგომარეობა რომ იყოს, ჩვენთვისაც უკეთესი იქნება. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ადამიანებს ურჩევნიათ იაფი გადაიხადონ და ფეხსაცმელმა ცოტა ხანი გაუძლოს, ვიდრე ოდნავ მეტი გადაიხადონ ხარისხიან პროდუქციაში,"-განაცხადა რომან მხეცაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის საქმიანობას მძიმედ შეეხო ქვეყანაში შექმნილი ცუდი ეკონომიკური მდომარეობა, რაც აიძულებთ სხვადასხვა აქტივობებისგან თავი შეიკავონ.

,,ასე თუ ისე, ბაზარზე მოთხოვნაც არის და სამომავლო გეგმებიც გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ცოტა გვიჭირს გათვლების გაკეთება. ეკონომიკაში მიმდინარე ყველა ცვლილება ჩვენზე ცუდად მოქმედებს, რაც გვიშლის ხელს მეტი აქტივობების განხორციელებაში, ამიტომაც ამ ეტაპზე ყველა ზედმეტი ხარჯისგან თავს ვიკავებთ,"-განაცხადა რომან მხეცაძემ.

კომპანიაში დაახლოებით 30-მდე ადამიანია დასაქმებული. ,,ლევანტო"-ს პროდუქცია ექსპორტზე არ გააქვს, მხოლოდ ადგილობრივი ბაზარი აქვთ ათვისებული. ამჟამად კომპანია ქუთაისსა და თბილისში სულ სამ მაღაზიას ფლობს და როგორც ,,ლევანტო"-ს წარმომადგნელი საინფორმაციო სააგენტო TOPNews.com-სთან საუბარში აცხადებს, თბილისში კიდევ იგეგმება ერთი ახალი, ბრენდმაღაზიის გახსნა.

თიკო ძოძუაშვილი


ნანახია: 1660-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას-'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
რუბრკის მორიგი სტუმარია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე 'მეღვინეობა საზანოს' დირექტორი გივი ჩუბინიძე.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას -'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ რუბრიკას - 'დამზადებულია იმერეთში', რომლის მიზანს იმერეთის რეგიონში შემავალ
პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ორშაბათს, იმერეთის რეგიონის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძეს დაასახელებს.
თემობის ტრადიცია მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს და 2013 წელს აღდგა.
მათივე ცნობით, საქართველში ამ დროისთვის 12 ინსპექტირების ცენტრია, სადაც აირბალონიანი ავტომობილების ტექინსპექტირება ხორციელდება. აქედან 4 თბილისში, 2 რუსთავში,

ამინდი