ჭიათურაში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჭიათურის ფესტივალი ჩატარდა
თარიღი : 28-12-2016, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, კულტურა

ჭიათურის კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ჭიათურის ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალში, რომელიც იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.
ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, რომელშიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოადგილე ავთანდილ ვაშაძე, სპორტისა და ახალგაზრდებთან მუშაობის განყოფილების უფროსი თეონა სხირტლაძე და მხირულთა და საზრიანთა კლუბის ახალგაზრდა წარმომადგენლები იყვნენ, ფესტივალის გამარჯვებულის წოდება პირველი საშუალო სკოლის გუნდმა მოიპოვა.
თამაშის საუკეთესო მოთამაშეებად კი ითხვისის მე-2 და ჭიათურის მე-3 საჯარო სკოლის გამორჩეული მოთამაშეები დასახელდნენ.
NS