Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს

თარიღი : 28-12-2016, 16:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს ამოწმებს.

სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას, რისი რისკიც სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით მატულობს.

2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად შემოწმდა 2, გადამოწმდა 50. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული მითითებები მიეცა ერთ აგრარულ ბაზარს.

2016 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა ტექნიკური რეგლამენტი - აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესთან დაკავშირებით, რომელიც არეგულირებს სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის პირობებს.

"რეგლამენტი მომზადდა მოსახლეობისთვის რისკების შემცირების მიზნით და მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, რაც ითვალისწინებს მისთვის უვნებელი სურსათის მიწოდებას და ცხოველთა გადამდები ინფექციური დაავადებებისაგან დაცვას. რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს",- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


ნანახია: 1439-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 11 ბიზნესოპერატორს: 3 სასაკლაოს, 4 ხორცის საბითუმო სარეალიზაიციო ობიექტს,
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.
ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

ამინდი