თერჯოლაში 2 553 ბავშვი საახალწლო საჩუქარს მიიღებს
თარიღი : 28-12-2016, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტი ახალ, 2017 წელს გამგეობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ადგილობრივი მხატვრული კოლექტივებისა და შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტით შეხვდება. ღონისძიება 31 დეკემბერს, 19:00 საათზე დაიწყება, ფოიერვერკით დასრულდება.
გარდა ამისა, როგორც Topnews.com.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, 2017 წლის 8-15 იანვარს თერჯოლის სპორტის სასახლეში გაიმართება საახალწლო სპექტაკლი-სულ 12 წარმოდგენა, ხოლო ერთი კვირის მანძილზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპექტაკლს ნახავს და საჩუქარს მიიღებს 2 553 ბავშვი.